ვითამაშოთ კალათბურთი




რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება

რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება

დასასრულს უახლოვდება Junior NBA-GBF ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. 6 დივიზიონიდან 4-ში თმაშები დასრულდა, ხოლო 2-ში დასკვნითი ტურები იმართება. სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონს თელავი მასპინძლობს, სადაც ლიდერი „ნიუ ორლეან პელიკანსის“ სახელით მოასპარეზე თბილისის „ორბი“ გახლავთ. „პელიკანს-ორბმა“ 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და დარჩენილ 3 შეხვედრაშიც თუ წარმატებით ითამაშებს, პირველ ადგილზე გავა და პლეი ოფში ფინალისკენ მიმავალ შედარებით იოლ გზას დაადგება.Read more about რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება[…]

ცენტრალურ დივიზიონთან ერთად ზაზას აკადემიის გუნდმა „ჩიკაგომ“ კონფერენციაც მოიგო

ცენტრალურ დივიზიონთან ერთად ზაზას აკადემიის გუნდმა „ჩიკაგომ“ კონფერენციაც მოიგო

დასრულდა Junior NBA-GBF ლიგის კიდევ ერთი – ცენტრალური დივიზიონი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. სწორედ ამ დივიზიონის გამარჯვებულმა „ზაზა 1“-მა, რომელიც „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობს, მოიგო სრულიად კონფერენცია. ჩიკაგოელებმა 8-დან ყველა შეხვედრა მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილზე 6 მოგებითა და 2 მარცხით მასპინძელთა პირველი გუნდი გავიდა, რომელიც „დეტროიტ პისტონსის“ სახელით გამოდის. მესამე ადგილზე გავიდა დაRead more about ცენტრალურ დივიზიონთან ერთად ზაზას აკადემიის გუნდმა „ჩიკაგომ“ კონფერენციაც მოიგო[…]

ატლანტიკის დივიზიონი დასრულდა

ატლანტიკის დივიზიონი დასრულდა

დაძაბული და ძალიან საინტერესო მატჩით დასრულდა Junior NBA-GBF ლიგის თბილისის, იგივე ატლანტიკის დივიზიონი. ბოლო მატჩში ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები, აქამდე დაუმარცხებელი „ფილადელფიას“ სახელით მოთამაშე „ჰიუნდაი 1“ და „ბრუკლინ ნეთსი“ (აკადემია) შეხვდნენ. მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან „ფილადელფიას“ პირველი ადგილი წაგების შემთხვევაშიც ერგებოდა, თუმცა „ბრუკლინს“ გამარჯვების მოპოვება პირველი წრის მატჩში დამარცხებისთვის სარევანშოდ უნდოდა. თამაშისRead more about ატლანტიკის დივიზიონი დასრულდა[…]

ფედერაციასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფედერაციასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, სასახლის კალათბურთის წრის მხარდაჭერასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ. მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ სპორტული კაბინეტის ხელმძღვანელი ბადრი ბერიაშვილი და თანამშრომლები. Read more about ფედერაციასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა[…]