Junior NBA: ატლანტიკის დივიზიონში გორის გუნდები ლიდერობენ

საქართველოს მთელი მასშტაბით მიმდინარე Junior NBA-GBF ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი რამდენიმე დღეში დასრულდება. ახლა გაგაცნობთ გორში მიმდინარე ატლანტიკის დივიზიონში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც გუშინ პირველი წრე დასრულდა.

აღნიშნულ დივიზიონში თამაშები მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობს. 4-დან ოთხივე გამარჯვებით პირველ ადგილზეა გორის პირველი გუნდი, რომელიც “ნიუ იორკ ნიკსის” სახელით ასპარეზობს. მეორე ადგილზეა 4 მატჩიდან 1 წაგების მქონე გორის მეორე გუნდი – “ტორონტო რეპტორსი”. შემდეგ მოდის კასპის “ბოსტონ სელტიქსი” 2-2 მოგებ წაგებით. აუტსაიდერთა შორის არიან ხაშურის 2 გუნდი – “ბრუკლინ ნეთსი” და გოგონებისგან შემდგარი “ფილადელფია სიქსერსი”.

გორის დივიზიონში მეორე წრის თამაშები დღეიდან გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში თითო კონფერენციიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გავა. კონფერენციები კი ასეა განაწილებული:

ერთ მხარეს არიან თელავის, რუსთავის და თბილისის დივიზიონები, ხოლო მეორე კონფერენციაში გორის, ქუთაისისა და ბათუმის დივიზიონები. თითო დივიზიონიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა, რომლებსაც 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. პლეი ოფში გუნდები ნბა-ს ანალოგიურად დაწყვილდებიან.

სრული სატურნირო მდგომარეობა იხილეთ Junior NBA-GBF ლიგის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://jrnbaleague.ge/?page_id=1320