შეხვედრა სამინისტროში Junior NBA – GBF ლიგასთან დაკავშირებით

27 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა Junior NBA-ის ეგიდით საქართველოში ჩამოსულ ნბა-ს სპორტის დესპანებს – კალანა გრინის და ჟარკო ჩაბარკაპას. შეხვედრას ესწრებოდნენ Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზატორ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. ფედერაციას შეხვედრაზე მისი პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი წარმოადგენდნენ.  მხარეებმა შეაჯამეს საქართველოში ჩატარებული Junior NBA-ს პირველი გათამაშება, რომელიც „გოლდენ სტეიტის” სახელით მოთამაშე ქუთაისის გუნდმა მოიგო.

saministroshi-shexvedra

ტურნირი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში ამერიკის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიურომ, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებამ და ნბა-ს ევროპის ოფისმა გაუწიეს.

ასევე, ტურნირის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ რეგიონალური ფედერაციები და მუნიციპალიტეტები. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 30 გუნდი მონაწილეობდა. მინისტრმა და Junior NBA-ის წარმომადგენლებმა საქართველოში კალათბურთის განვითარების პერსპექტივებზე და ახალგაზრდული ნბა-ს ტურნირის მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრეს. მასშტაბურ ტურნირს, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიონზე მეტი მოზარდია ჩართული, მას საქართველო წლეულს შეუერთდა.