Junior NBA-GBF ლიგაში გუნდები პლეი ოფში დაწყვილდნენ

დასრულდა Junior NBA – GBF ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. დღეს დამთავრებულმა რუსთავის დივიზიონმა კონფერენციის გუნდები პლეი ოფში საბოლოოდ დააწყვილა. მთლიანობაში პლეი ოფში 16 გუნდი გავიდა, რომლებიც ცალ-ცალკე კონფერენციებში, პლეი ოფში შეუწყვილდნენ ერთმანეთს.

მაღალი შედეგების მქონე გუნდები კონფერენციის ცხრილში ზედა ნახევარში განთავსდნენ, რომლებიც ამერიკის ნაციონალური ასოციაციის გათამაშების ფორმატის შესაბამისად ქვედა ნახევრის გუნდებს დაუპირისპირდნენ. დასავლეთ საქართველოს 3 – ქუთაისის, ბათუმის და გორის დივიზიონებიდან პლეი ოფში შემდეგი გუნდები გავიდნენ: ქუთაისი 1, ქუთაისი 2, ბათუმი, ორბი, ფოთი, გორი1, გორი 2 და კასპი. ხოლო თელავის, თბილისისა და რუსთავის დივიზიონებიდან მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლეს: ზაზა 1-მა, იბერმა, რუსთავი 1-მა, თელავი 1-მა, საგარეჯომ, სოხუმმა, ჰიუნდაიმ და ვინგზმა.

გუნდები პლეი ოფის საწყის 2 წრეს – მერვედფინალებს და ნახევარფინალებს კონფერენციების შეაბამისად, ქუთაისსა და თბილისში ჩაატარებენ. პლეი ოფში 1-მატჩიანი სერიებია. საუკეთესო 4 გუნდი კი თბილისში შეიკრიბება, სადაც 26 და 27 ივნისს ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

 

Posted in კატეგორიის გარეშე