ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჯუნიორ ნბა-ს კენჭისყრა გაიმართა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, უკვე მეოთხედ ტარდება „ჯუნიორ NBA – GBF“ ლიგა, რომელშიც 11-12 წლის ასაკის მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობენ.

ჯუნიორ ნბა ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც  მთელი ქვეყნის მასტაბით ჩართულია 111 გუნდი და 1700-მდე მოზარდი კალათბურთელი.

გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს და თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გამოცდილება.

 „ჯუნიორ NBA – GBF“ ლიგა ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში კენჭისყრის ცერემონიალით გაიხსნა, რომლის შედეგად ტურნირის მონაწილე ქართულმა გუნდებმა ნბა-ს შესაბამისი გუნდების სახელები მიიღეს. თითოეული გუნდის მწვრთნელებსა და  მოთამაშეებს სათამაშო ფორმები და ბურთები დაურიგდათ.

პირველად, წლევანდელ „JR.NBA – GBF  ლიგაში“  60 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამარჯვების შედეგად გამოვლინდნენ და ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.  

ტურნირის ძირითად  „ა“ ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 30 გუნდი, ხოლო მეორე 30 გუნდი „ბ“ ლიგაში იასპარეზებს.   „ა“ ლიგის თამაშები ჩატარდება დივიზიონების მიხედვით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, თელავი, ხაშური, ქუთაისი და ბათუმი. „ბ“ ლიგის თამაშებს კი მთლიანად  დადაქალაქი უმასპინძლებს.

კენჭისყრის ცერემონიაზე თავი „ჯუნიორ NBA – GBF“-ის ორივე – „ა“ და „ბ“ ლიგის ყველა მონაწილემ, სულ 60-მა გუნდმა მოიყარა თავი.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა, ვეტერანი კალათბურთელები, ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დაესწრნენ.

ჯუნიორ ნბა-ს ახალი სეზონი მაისის შუა რიცხვებში დაიწყება და ივნისის თვეში დასრულდება.