ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ფინალისტები ცნობილია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალი გაიმართა. დღეს ჩატარებული ორი თამაშის შედეგად გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჯუნიორ NBA-GBF ლიგის 2019 წლის სეზონის ფინალში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

პირველი ფინალისტი ქუთაისი 1 (Utah Jazz) გახდა, რომელმაც ნახევარფინალში დამაჯერებელი უპირატესობით 43:28 დაამარცხა ზაზა 3 (Memphis Grizzlies). ხოლო მეორე მატჩი ზაზა 1-სა (Chicago Bulls) და იბერი 1-ს (Detroit Pistons) შორის ზაზას გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 28:15. შესაბამისად, ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ფინალში ქუთაისის და ზაზას გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხოლო მესამე ადგილის მოსაპოვებლად დღეს დამარცხებული ზაზა 3 და იბერი 1 იბრძოლებენ.

ჯუნიორ NBA-GBF “ა” ლიგის წლევანდელი სეზონის უკანასკნელი 2 მატჩი ხვალ, 27 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 14:00 საათზე მესამე ადგილისთვის ზაზა 3 და იბერი შეხვდებიან, ხოლო ფინალური შეხვედრა ქუთაისსა და ზაზა 1-ს შორის 15:30 საათზე შედგება.