ჯუნიორ NBA-GBF 2019-ის ფინალი (ვიდეო)

ოლიმპიურ სასახლეში ჯუნიორ NBA-GBF 2019-ის ფინალი შედგა 🎉🏀 JUNIOR NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, NBA-ს, ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ჩატარდა 🙈ჯუნიორ ნბა ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც წლეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო უპრეცედენტო რაოდენობის, 111 გუნდი და 1700-მდე მოზარდი კალათბურთელი, რომლებიც ორ – “ა” და “ბ” ლიგაში ასპარეზობდნენ 👉🏀 

2019 წლის სეზონის გამარჯვებული ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა, რომელიც ჩიკაგო ბულსის სახელით ასპარეზობდა. პრიზიორი გუნდები და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები საკალათბურთო სამყაროს ცნობილმა წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. მათ შორის იყვნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და NBA-ს ვარსკვლავი, ლეგენდარული სლოვენიელი კალათბურთელი – ბოსტიან ნახბარი 🎉🏀 

2019 წლის სეზონის ჯუნიორ NBA-GBF “ა” ლიგის MVP – თემუკა ფატარიძე აშშ-ში გაემგზავრება  🎉🏀