Junior NBA-GBF “ბ” ლიგის ჩემპიონი “ლეგიონი” გახდა

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის პირველი გათამაშება დასრულდა. ეს გახლავთ ტურნირი, რომლის გამართვაც Junior NBA-GBF ლიგის პოპულარობამ განაპირობა და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან შეთანხმებით გადაწყდა “ბ” ლიგის შექმნაც. მასში იმ 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც Junior NBA-GBF-ის “ა” ლიგაში ვერ მოხვდა.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა “ლეგიონის” გამარჯვებით დასრულდა. ლეგიონელები “დენვერ ნაგეტსის” სახელით ასპარეზობდნენ და ტურნირზე, რეგულარული ჩემპიონატიდან პლეი ოფის ბოლომდე წაგება არ განუცდიათ. ლეგიონელებმა ფინალში “ინდიანა პეისერსის” სახელით მოასპარეზე “აკადემია 2” დამაჯერებლად – 50:21 დაამარცხეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში გოგონების გუნდმა “ბასტიონმა”, რომელიც “ბოსტონ სელტიქსის” სახელით ასპარეზობდა, “ზაზას აკადემიის” მე-4 გუნდს (ლეიკერსი) დაძაბულ ბრძოლაში – 26:24 აჯობა. ლელა ცანავას გაწვრთნილმა გოგონათა გუნდმა ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ბიჭების გუნდებთან გამართული 12 მატჩიდან მხოლოდ ერთი, ნახევარფინალი წააგო. 

ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა – მანუჩარ მარკოიშვილმა და ბექა ბურჯანაძემ, ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა და სუპერლიგის და ასაკობრივი ჩემპიონატების აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი ზაბახიძემ.

დაჯილდოების ცერემონიალი

IV  ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა – ლოს ანჯელეს ლეიკერსი / ზაზა 4, რომელიც სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა  მანუჩარ მარკოიშვილმა  და ბექა ბურჯანაძემ.

III ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მესამე ადგილის მფლობელი  გახდა  – ბოსტონ სელტიქსი / ბასტიონი1,  რომელსაც ბრინჯაოს მედლებს და სიგელებს გადასცეს მანუჩარ მარკოიშვილმა და ბექა ბურჯანაძემ.

II ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს მეორეადგილოსანი გუნდი გახდა  – ინდიანა პეიზერსი / აკადემია 2,   რომელიც ვერცხლის მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს მანუჩარ მარკოიშვილმა  და ბექა ბურჯანაძემ.

I ადგილი

2019 წლის ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონ  გუნდს –  დენვერ ნაგეთსი / ლეგიონი , ნბა-ს მსგავსად გადაეცემათ  საჩემპიონო ბეჭდები. პატარა ჩემპიონები NBA-ს ბეჭდებით და სიგელებით დააჯილდოვეს  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და ბექა ბურჯანაძემ.

8 საუკეთესო მოთამაშე

 ტრადიციულად, გამოვლინდა 2019  წლის ჯუნიორ ნბა-ს  8 საუკეთესო მოთამაშე. 

ლეიკერსი/ზაზა 4 – გიორგი ზუზაძე, პეტრე გოცირიძე

ბოსტონი/ბასტიონი1 – ლიზი ჭარელი, ანა ნამგალაძე

დენვერი/ლეგიონი – გიორგი მჭედლიშვილი, ლუკა დოლბაძე

ინდიანა /აკადემია 2 – ნიკა ლომიძე, ნიკა გიგინეიშვილი

საუკეთესო მოთამაშეები დაჯილდოვდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურებით.

საუკეთესო მოთამაშე MVP

2019  წლის ჯუნიორ ნბა-ს  საუკეთესო მოთამაშე გახდა ლუკა დოლბაძე(დენვერ ნაგეთსი/ლეგიონი ), რომელმაც ფინალურ მატჩში 26  ქულა დააგროვა.  საუკეთესო მოთამაშე  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, სპორტის რაინდმა გივი ბიჭიაშვილმა.

საჩემპიონო თასის გადაცემა

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის კაპიტანს გიორგი მჭედლიშვილს საჩემპიონო თასი გადასცა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ.

სრული გალერეა