ჯუნიორ NBA-ის 2022 წლის „ბ“ ლიგა დასრულდა. წლევანდელ სეზონში, მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ბრუკლინი („ბრუკლინი“) – ლომები („მემფისი“) დაუპირისპირდენენ. თამაში ბრუკლინის გამარჯვებით, 31:25 დასრულდა. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს, მეგა („ბოსტონი“) და ოვერტაიმი („პორტლენდი“) შეხვდნენ. ფინალისთვის დამახასიათებლად, თამაში დაძაბულ ვითრებაში წარიმართა. გამარჯვებულის ვინაობა უკანასკნელ 20 წამში გაირკვა და 2022 წლის ჯუნიორ NBA-ს „ბ“ ლიგის ჩემპიონის სტატუსი, საბოლოო ანგარიშით, 36:32 მეგა („ბოსტონი“) ერგოთ.
ტრადიციულად, მატჩების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, სახალხო დიპლომატიის ოფიცერმა, ამირა ისმაილმა; NBA-ს ელჩმა საქართველოში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა მოთამაშემ, იგორ რაკოჩევიჩმა; ჯუნიორ NBA-ს წარმომადგენელმა კლაუდია ლოპესმა; საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადასცეს.
მე-4 ადგილი
2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა ლომები (მემფისი) რომელსაც გადაეცა შესაბამისი სიგელები.
მე-3 ადგილი
ჩემპიონატის მესამე ადგილი დაიკავა ბრუკლინმა (ბრუკლინი) -რომელიც ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
მე-2 ადგილი
ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის მეორეადგილოსანი გუნდი ოვერტაიმი (პორტლენდი) გახდა, რომელსაც გადაეცა ვერცხლის მედლები და სიგელები.
პირველი ადგილი
2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის ჩემპიონი გუნდი გახდა მეგა (ბოსტონი), რომელსაც ნბა-ს მსგავსად გადაეცა საჩემპიონო ბეჭდები. პატარა ჩემპიონები დაჯილდოვდნენ ბეჭდებითა და სიგელებით.
8 საუკეთესო მოთამაშე
სეზონის საფინალო მატში ტრადიციულად, გამოვლინდა 2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის 8 საუკეთესო მოთამაშე, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ.
ბრუკლინი („ბრუკლინი“) – აჩი ორჯონიკიძე, გიორგი საზანდრიშვილი
ლომები („მემფისი“) – მარიამ ჩეკურიშვილი, ტატო ცაგურიშვილი
ოვერტაიმი („პორტლენდი“) -ლუკა გოცირიძე, გიორგი თიგიშვილი
მეგა („ბოსტონი“) – ანდრია კოჩაძე, ლევან ამირანაშვილი
საუკეთესო მოთამაშე MVP
2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა მეგას ( ბოსტონი) მოთამაშე ანდრია კოჩაძე. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ.
საჩემპიონო თასის გადაცემა
ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდს – მეგას ( ბოსტონი) კაპიტანს ანდრია კოჩაძეს საჩემპიონო თასი, NBA-ს ელჩმა საქართველოში, NBA-ს ყოფილმა მოთამაშემ იგორ რაკოჩევიჩმა გადასცა.
სრული გალერეა facebook.com/GeoBasketball