ჯუნიორ NBA-ს 2022 წლის „ა“ ლიგა “ვინგსის” (ტორონტო) გამარჯვებით დასრულდა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული საკალათბურთო ღონისძიება – ჯუნიორ NBA ლიგა დასრულდა. ოთხთა ფინალის მატჩებს ახალაშენებულმა თბილისი არენამ” უმასპინძლა, სადაც 2022 წლის სეზონის გამარჯვებული და პრიზიორები გამოვლინდნენ. ე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს თბილისი ბასკეტი („ბოსტონი“) და ქუთაისი („სან ანტონიო“) დაუპირისპირდნენ. თამაში თბილისი ბასკეტის გამარჯვებით, 55:17 დასრულდა. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ვინგსი („ტორონტო’) და აია („დალასი“) შეხვდნენ. 2022 წლის ჯუნიორ NBA-ს „ა“ ლიგის ჩემპიონის ტიტული ვინგსს („ტორონტო) ერგო, რომელმაც ფინალურ მატჩში აია (დალასი) 41:32 დაამარცხა. 

მატჩების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მონაწილე გუნდებს შესაბამისი პრიზები, ეროვნული ნაკრების წევრებმა – გოგა ბითაძემ, ბექა ბურჯანაძემ, კახაბერ ჯინჭარაძემ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ანატოლი ბოისამ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე- პაატა გურასპაულმა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა – ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცეს.

მე-4 ადგილი

2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის  მეოთხე ადგილის მფლობელი  გახდა  ქუთაისი (სან ანტონიო სპურსი)  რომელსაც გადაეცა შესაბამისი სიგელები

მე-3 ადგილი

ჩემპიონატის მესამე ადგილი დაიკავა თბილისი ბასკეტმა (ბოსტონ სელტიკსი)  – რომელიც ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდვდა.  

 მე-2 ადგილი

ჯუნიორ ნბა-ს  „ბ“ ლიგის მეორეადგილოსანი გუნდი გახდა აია („დალასი“)  რომელსაც გადაეცა ვერცხლის მედლები და სიგელები.

პირველი ადგილი

2022 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის ჩემპიონი გუნდი გახდა ვინგსი („ტორონტო’). მედლებსა და სიგელებთან ერთად პატარა ჩემპიონებს ნბა-ს ჩემპიონი გუნდის მსგავსად გადაეცათ  საჩემპიონო ბეჭდები. 

8 საუკეთესო მოთამაშე

სეზონის საფინალო მატში ტრადიციულად, გამოვლინდა 2022  წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის  ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე,  რომლებსაც ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ:

ვინგსი („ტორონტო“)- ანდრია ჭკადუა; დემე სითათაშვილი

აია („დალასი“)- გიორგი ადეიშვილი; ბუბა კვასტიანი

თბილისი ბასკეტი („ბოსტონი“)- ნიკოლოზ მარკოიშვილი; დათა ხატიაშვილი

ქუთაისი („სან ანტონიო“) – ნიკოლოზ გურეშიძე; გურამ ობოლაძე

საუკეთესო მოთამაშე MVP

2022  წლის ჯუნიორ ნბა-ს „ა“ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა ვინგსის („ტორონტო“) წევრი კოტიკო მგელაძე, რომელიც სპეციალური პრიზით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინდიანა პეისერსის მოთამაშემ, გოგა ბითაძემ.

საჩემპიონო თასის გადაცემა

 

ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის – ვინგსი („ტორონტო“) კაპიტანს  კოტიკო მგელაძეს საჩემპიონო თასი პაატა გურასპაულმა და ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცეს.