Junior NBA-ს ონლაინ-სამწვრთნელო პროგრამა: უილ ვივერის სემინარი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი Junior NBA განაგრძობს სამწვრთნელო სემინარების ონლაინ-პროგრამას. NBA-ს მორიგი სპეციალისტი, რომელიც მსურველებისთვის ონლაინ-სემინარებს ჩაატარებს, უილ ვივერი იქნება. 

უილ ვივერი ტეხასის უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის დიპლომის მოპოვების შემდეგ, ასისტენტად ლონგჰორნის საკალათბურთო პროგრამას შეუერთდა. ამის შემდგომ იგი Philadelphia 76ers-მა აიყვანა მწვრთნელის ასისტენტად და საბოლოოდ,  Brooklyn Nets-ის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

უილ ვივერს აქვს ავსტრალიაში მუშაობის გამოცდილებაც, სადაც ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBL)  “Sydney King”-ს წვრთნიდა. 2019 წელს, 10 წლის განმავლობაში, გუნდმა პირველად მოახერხა ვიცე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ავსტრალიის შემდეგ მწვრთელი NBA-ში დაბრუნდა, სადაც “Houston Rockets”-ის ასისტენტ მწვრთნელად დაიწყო მოღვაწეობა.

ონლაინ-სემინარი 14  ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს აპლიკაცია OWQLO-თი.  თუ ჯერ არ ხართ აღნიშნული აპლიკაციის მომხმარებელი…

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB