Junior NBA-ს ონლაინ-სამსაჯო პროგრამა: ედი რაშის სემინარი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი Junior NBA განაგრძობს სამსაჯო სემინარების ონლაინ-პროგრამას. NBA-ს მორიგი სპეციალისტი, რომელიც მსურველებისთვის ონლაინ-სემინარებს ჩაატარებს ედი რაშია. იგი მოძრაობის თავისუფლებაზე ისაუბრებს.

NBA-ში გატარებულ 28 სეზონში ედი რაშმა 1567 რეგულარული სეზონისა და პლეიოფის 206 მატჩი იმსაჯა, მათ შორის 13 ფინალი. ამასთანავე 2000 და 2008 წლებში NBA-ის ALL-Star-ის თამაშებს ემსახურებოდა.

ედი რაში უკვე 12 წელია ფიბას ოფიციალური მსაჯია და 2 მსოფლიო თასზე, 2002 წელს ინდიანაში, ხოლო 2006 წელს იაპონიაში, სჯიდა მატჩებს.  2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ემსახურებოდა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებას. რაშს ამასთანავე აქვს კონტინენტური საკალათბურთო ასოციაციის მატჩების განსჯის 4 წლიანი გამოცდილება.

ონლაინ-სემინარი 27  ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს აპლიკაცია OWQLO-თი.  თუ ჯერ არ ხართ აღნიშნული აპლიკაციის მომხმარებელი…

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB