JR.NBA – GBF ლიგა რეგიონებშიც დაიწყო

„JR.NBA – GBF  ლიგამ“ რეგიონებშიც შეაბიჯა. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური საკალათურთო ტურნირი 10 მაისს თბილისში დაიწყო, სადაც ატლანტიკის დივიზიონის მატჩები გაიმართა, გუშინ კი თამაშები ერთბაშად 3 დივიზიონში – პასიფიკში (ქუთაისი), სამხრეთ-აღმოსავლეთში (თელავი) და ცენტრალურში (რუსთავი) დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ „JR.NBA – GBF  ლიგა“  ნბა-ს ანალოგიური სისტემით ტარდება. 30 გუნდი 6 დივიზიონშია გადანაწილებული და ქართული გუნდები ნბა-ს კლუბების სახელებით გამოდიან. გათამაშების სისტემის თანახმად, დივიზიონებში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და საუკეთესო 16 მათგანი პლეი ოფში გავა.

ქუთაისში თავი მოიყარა ქუთაისის სამმა გუნდმა, ასევე თბილისის „ორბმა“ და სამტრედიის გოგონათა გუნდმა. დებულების თანახმად „JR.NBA – GBF  ლიგაში“ გოგონათა გუნდების ასპარეზობა ნებადართულია.

რუსთავში, ცენტრალურ დივიზიონში მონაწილეობას „იბერი“, „ოვერტაიმი“, „დინამო“, „სოხუმი“ და ადგილობრივი „რუსთავი“ იღებენ. რაც შეეხება თელავში დაწყებულ სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონს, კახეთის მთავარ ქალაქში თავი „ბასტიონმა“, „ბასტიონის“ გოგონათა გუნდმა, „ლაგოდეხმა“, „თელავმა“ და „ახმეტამ“ მოყარეს. სამივე დივიზიონში მიყოლებით ჩატარდება ერთი წრის მატჩები, რის შემდეგაც მცირე შესვენება გამოცხადდება და თამაშები მეორე წრიდან განახლდება.

თბილისში ატლანტიკის დივიზიონის მეორე წრე 2 მატჩით განახლდება. რეგულარული ჩემპიონატის, ანუ დივიზიონის მატჩები ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც პლეი ოფის მატჩები გაიმართება და ტურნირი 26 ივნისს, თბილისში, ოთხთა ფინალით დასრულდება.

კლივლენდი – ჩიკაგო

(რუსთავი – იბერი) 

ბოსტონი – ნიუ იორკი

(151-ე სკოლა – აკადემია)