Junior NBA –GBF: ქუთაისის დივიზიონის პირველი წრე გოლდენ სტეიტის გამარჯვებით დასრულდა

ქუთაისში დასრულდა JUNIOR NBA – GBF ლიგის პირველი წრის მატჩები. აღნიშნული ტურნირი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგნიზებული, რომლებსაც პარტნიორობას და მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისსახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და
კულტურული ურთიერთობების ბიურო და საქართველოში აშშ-ს საელჩო უწევენ.

ქუთაისში თავი ამ ქალაქის სამმა გუნდმა, ასევე თბილისის ორბმა და სამტრედიის გოგონათა გუნდმა მოიყარეს. ქუთაისის დივიზიონს „პასიფიკი“ ჰქვია და ოგორც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში, მასში 5 კლუბი – ლოს ანჯელეს კლიპერსი (ორბი), გოლდენ სტეიტი (ქუთაისი 1), ფინიქსი (სამტრედია), საკრამენტო (ქუთაისი 2) და ლოს ანჯელეს ლეიკერსი (ქუთაისი 3) ასპარეზობს.

მატჩები ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა. ყველა შეხვედრა მოიგო გოლდენ სტეიტმა, ანუ ქუთაისის პირველმა გუნდმა და პირველი წრე ჯგუფის ლიდერად დაასრულა. მეორეზე ერთი წაგებით საკრამენტო (ქუთაისი 2) გავიდა. შემდეგ მოდიან კლიპერსი (ორბი) და ლეიკერსი (ქუთაისი 3). ფინიქსად წოდებულმა სამტრედიის გოგონათა გუნდმა ყველა შეხვედრა დათმო.

პასიფიკის დივიზიონში მეორე წრის მატჩები დაახლოებით 1 კვირაში განახლდება, რის შემდეგაც ცხრილი საბოლოო სახეს მიიღებს და პლეი ოფში გასული გუნდებიც ცნობილი გახდება.