ცენტრალური დივიზიონის ლიდერი „ზაზას აკადემიის“ პირველი გუნდია

ყველაზე მასშტაბური პროექტი – „Junior NBA – GBF” მთელი საქართველოს მასშტაბით განივრცო. ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ სტარტი აიღო რუსთავის, ეგრედ წოდებულმა ცენტრალური დივიზიონმა, რომელშიც შემდეგი გუნდები მონაწილეობენ: ზაზა 1 (ჩიკაგო ბულსი), რუსთავი 1 (დეტროიტ პისტონსი), ოვერტაიმი (მილუოკი ბაქსი), რუსთავი 2 (კლივლენდი) და თსუ (ინდიანა).

დივიზიონი დაუმარცხებლად ჩაატარა და პირველი წრის ოთხივე შეხვედრა მოიგო „ზაზა 1“-მა, რომელიც „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობს. ჩიკაგოელებთან ერთად ცენტრალური დივიზიონიდან პლეი ოფში პირდაპირი გზით გასასვლელად იბრძვის ოვერტაიმი, რომელიც „Junior NBA – GBF” ლიგაში „დეტროიტის“ სახელით თამაშობს.

ცენტრალური დივიზიონის მატჩები 9 ივნისიდან განახლდება და 17-ში „ოვერტაიმი“ – „ზაზა 1“-ის მატჩით დასრულდება. დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდთან ერთად შესაძლოა, მესამე ადგილზე გასულმა გუნდმაც მოიპოვოს პლეი ოფის საგზური. დებულების თანახმად, პლეი ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის (ატლანტიკის, სამხრედასავლეთის და ცენტრალური დივიზიონები) 2 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა.