Junior NBA-GBF ლიგის დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფო წყვილები გაირკვა

Junior NBA-GBF ლიგაში დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის წყვილები გაირკვა. სამივე დივიზიონში – ქუთაისში, ბათუმსა და გორში ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და შესაბამისად, ის წყვილებიც მივიღეთ, რომლებიც 23 ივნისიდან პლეი ოფში ჩაერთვებიან.

ქუთაისის დივიზიონიდან პლეი ოფში გავიდნენ ამ ქალაქის პირველი და მეორე გუნდები, ასევე საჩხერის გუნდი. ბათუმის დივიზიონიდან პლეი ოფში გადავიდნენ “ზაზა 3” და “ბათუმი 1”, ხოლო გორის ჯგუფდან “ხაშური”, “კასპი” და “გორი 1”.

პლეო ოფის მატჩები 23 ივნისს, ქუთაისში გაიმართება. სერია 1 მოგებამდეა. დასავლეთ კონფერენციიდან 2 საუკეთესო ოთხთა ფინალში გავა, რომელსაც 26 და 27 ივნისს თბილისი უმასპინძლებს. მალე დასრულდება აღმოსავლეთ კონფერენციის თამაშები და პლეი ოფის მეტოქეებიც დაწყვილდება.

სატურნირო მდგომარეობა დივიზიონების მიხედვით: jrnbaleague.ge/?page_id=1759