Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის მონაწილეები და ფინალური კალენდარი ცნობილია

Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია. რუსთავში დასრულებული ატლანტიკის დივიზიონით ტურნირის რეგულარული ჩემპიონატი დამთავრდა. Junior NBA-GBF ლიგის 30 მონაწილე კონფერენციებისა და დივიზიონების შესაბამისად ცხრილში განთავსდა (იხილეთ საბოლოო სატურნირო ვითარება) და საუკეთესო 16-მა პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

22 ივნისიდან კი სტარტს პლეი ოფის თამაშები აიღებს. აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო მატჩებს 22 და 23 ივნისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო დასავლეთ კონფერენციის საუკეთესოები ქუთაისში შეიკრიბებიან. თითო კონფერენციის 2-2 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალში გავა და 26-27 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონსა და საპრიზო ადგილების მფლობელებს გამოავლენს.

შეგახსემებთ, რომ  Junior NBA-GBF ლიგა 10-12 წლის ბავშვებში უკვე მეოთხედ ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიის ევროპის ოფისია. ტურნირს მხარდაჭერას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოში ამერიკის საელჩო უწევენ. წლევანდელ გათამაშებაში რეკორდულად ბევრმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპზე 80-ამდე გუნდი, ანუ 1000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაგან 30 საუკეთესო გუნდი Junior NBA-GBF ლიგაში მოხვდა. გაზრდილი მოთხოვნილების გამო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ნბა-სთან მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა Junior NBA-GBF-ის მეორე  (B) ლიგის ჩატარება, რომელიც თბილისში პარალელურად იმართბოდა. 

წარმოგიდღებთ Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის ბადეს და მატჩების ჩატარების განრიგს