ვითამაშოთ კალათბურთი




ჯუნიორ NBA-GBF ლიგის წილისყრის შემდეგ საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის წილისყრის შემდეგ საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა

Junior NBA-GBF ლიგის საზეიმო წილისყრის შემდეგ ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 3×3 საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ტურნირის ორივე – A და B ლიგის წევრები მონაწილეობდნენ. მოგეხსენებათ, გაზრდილი ინტერესისა და გუნდების სიმრავლის გამო, საქართველოში Junior NBA-ის 2 ლიგა იმართება, რომლებშიც 60 გუნდი მონაწილეობს. აქვე განვმარტავთ, რომ თითო ლიგაში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიურად, 30 გუნდი მონაწილეობს, რომლებიცRead more about ჯუნიორ NBA-GBF ლიგის წილისყრის შემდეგ საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა[…]

ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა

ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA),  საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და  1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ჯუნიორ ნბას-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება.Read more about ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა[…]

ეკატერინე წივწივაძე JR.NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეკატერინე წივწივაძე JR.NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეკატერინე წივწივაძემ, რომელიც თბილისის “ბასტიონისა” და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპა-შუა აზიის ნაკრების შემადგენლობაში ქართველმა ითამაშა. შარშან იგივე პატივი ლუკა ალავიძეს ერგო.  შარშანდელის მსგავსად, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატს წელსაც ამერიკის ქალაქმა ორლანდომ უმასპინძლა, სადაც თავი მსოფლიოს 40 ქვეყნის 350 რჩეული გოგონა და ვაჟიRead more about ეკატერინე წივწივაძე JR.NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე[…]

Junior NBA-GBF “ბ” ლიგის ჩემპიონი “ლეგიონი” გახდა

Junior NBA-GBF “ბ” ლიგის ჩემპიონი “ლეგიონი” გახდა

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის პირველი გათამაშება დასრულდა. ეს გახლავთ ტურნირი, რომლის გამართვაც Junior NBA-GBF ლიგის პოპულარობამ განაპირობა და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან შეთანხმებით გადაწყდა “ბ” ლიგის შექმნაც. მასში იმ 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც Junior NBA-GBF-ის “ა” ლიგაში ვერ მოხვდა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა “ლეგიონის” გამარჯვებით დასრულდა. ლეგიონელები “დენვერ ნაგეტსის” სახელით ასპარეზობდნენ და ტურნირზე, რეგულარული ჩემპიონატიდანRead more about Junior NBA-GBF “ბ” ლიგის ჩემპიონი “ლეგიონი” გახდა[…]

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ფინალში “ლეგიონი” და “აკადემია 2” შეხვდებიან

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ფინალში “ლეგიონი” და “აკადემია 2” შეხვდებიან

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული ოთხთა ფინალის მატჩების გათვალისწინებით ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “ინდიანა პეისერსის” სახელით მოასპარეზე “აკადემია 2” და “დენვერ ნაგეტსი”, იგივე “ლეგიონი” შეხვდებიან. ორივე გუნდმა უდაძაბულეს ბრძოლაში მოიპოვა ფინალის საგზური. ორივე ნახევარფინალური შეხვედრა 1 ქულის სხვაობით დასრულდა. “ლეგიონმა” 21:20 მოუგო ტურნირზე “ლეიკერსის” სახელით მოასპარეზე “ზაზა 4”-ს, ხოლო “აკადემია 2”-მაRead more about Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ფინალში “ლეგიონი” და “აკადემია 2” შეხვდებიან[…]

ჯუნიორ NBA-GBF 2019-ის ფინალი (ვიდეო)

ჯუნიორ NBA-GBF 2019-ის ფინალი (ვიდეო)

ოლიმპიურ სასახლეში ჯუნიორ NBA-GBF 2019-ის ფინალი შედგა 🎉🏀 JUNIOR NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, NBA-ს, ამერიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეოთხედ ჩატარდა 🙈ჯუნიორ ნბა ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც წლეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო უპრეცედენტო რაოდენობის, 111 გუნდი და 1700-მდე მოზარდი კალათბურთელი, რომლებიც ორ – “ა” დაRead more about ჯუნიორ NBA-GBF 2019-ის ფინალი (ვიდეო)[…]

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა

2018-2019 წლების სეზონის Junior NBA-GBF ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზას აკადემიის პირველი გუნდი, რომელიც ტურნირში “ჩიკაგო ბულსის” სახელით ასპარეზობდა.  ჟოლივეტ ტუჯანისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში “იუტა ჯაზის” სახელით მოასპარეზე “ქუთაისი 1” დაამარცხა. შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონმა ფინალური მატჩი 46:28 მოიგო. Junior NBA-GBF ლიგა საქართველოს კალათბურთის ეროვნულიRead more about Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზას აკადემიის პირველი გუნდი გახდა[…]

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ფინალისტები ცნობილია

ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ფინალისტები ცნობილია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალი გაიმართა. დღეს ჩატარებული ორი თამაშის შედეგად გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჯუნიორ NBA-GBF ლიგის 2019 წლის სეზონის ფინალში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. პირველი ფინალისტი ქუთაისი 1 (Utah Jazz) გახდა, რომელმაც ნახევარფინალში დამაჯერებელი უპირატესობით 43:28 დაამარცხა ზაზა 3 (Memphis Grizzlies). ხოლო მეორე მატჩი ზაზა 1-სა (Chicago Bulls) და იბერი 1-ს (DetroitRead more about ჯუნიორ NBA-GBF ლიგის ფინალისტები ცნობილია[…]

Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალი შეივსო

Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალი შეივსო

22 და 23 ივნისს გაიმართა Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის თამაშები. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გაირკვა იმ საუკეთესო გუნდების ვინაობა, რომლებიც Junior NBA-GBF ლიგის 2019 წლის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად იბრძოლებენ. ოთხთა ფინალში გავიდნენ ზაზა, იბერი, ქუთაისი 1 და ზაზა 3. ამ გუნდებმა წარმატებით განვლეს ჯგუფური ეტაპი და რაც მთავარია, პლეიRead more about Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალი შეივსო[…]

Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის მონაწილეები და ფინალური კალენდარი ცნობილია

Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის მონაწილეები და ფინალური კალენდარი ცნობილია

Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია. რუსთავში დასრულებული ატლანტიკის დივიზიონით ტურნირის რეგულარული ჩემპიონატი დამთავრდა. Junior NBA-GBF ლიგის 30 მონაწილე კონფერენციებისა და დივიზიონების შესაბამისად ცხრილში განთავსდა (იხილეთ საბოლოო სატურნირო ვითარება) და საუკეთესო 16-მა პლეი ოფის საგზური მოიპოვა. 22 ივნისიდან კი სტარტს პლეი ოფის თამაშები აიღებს. აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო მატჩებს 22 და 23 ივნისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო დასავლეთRead more about Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის მონაწილეები და ფინალური კალენდარი ცნობილია[…]